სასწავლო პროექტი

            "ელექტრომაგნიტური გამოსხივების მოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე"


          როცა ფიზიკის მასწავლებელმა გიული ყოჩიაშვილმა გაგვაცნო სასწავლო პროექტის თემა,მიზანი და დანიშნულება,ყველა დავინტერესდით და გადავწყვიტეთ მოგვეკვლია დაწვრილებითი ინფორმაცია , დაგვემუშავებინა და წარმოგვედგინა საზოგადოებისთვის პრეზენტაციის სახით,მიგვეპყრო მათი ყურადღება ელექტრომაგნიტური გამისხივების ავ - კარგიანობის შესახებ,მიგვეცა რჩევა - დარიგებანი გამოსხივების უარყოფითი მოქმედებისგან თავდასაცავად.
      11 კლასი გავინაწილდით სამ ჯგუფში (ფიზიკოსები,ჟურნალისტები და ექიმები),
გავხსენით სპეციალური ჟურნალი ჩანაწერებისათვის,გადავინაწილეთ ფუნქციები, მოვიძიეთ მასალები,დავამუშავეთ და წარვადგინეთ საზოგადოების წინაშე ბუკლეტების, გაზეთების და პრეზენტაცია სლაიდ - შოუს სახით. 
                                                      ელექტრომაგნიტური გამოსხივება
ელექტრომაგნიტური ტალღების არსებობა პირველად, ჯეიმს კლარკ მაქსველმა იწინასწარმეტყველა და შემდეგ ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცმა დაადასტურა. მაქსველმა მიიღო ელექტრომაგნიტური ტალღური განტოლება, დაადგინა ელექტრომაგნიტურ ტალღაში ელექტრული და მაგნიტური ველების რხევების არსებობა და ამ ველების სიმეტრია ტალღაში ვინაიდან მის მიერ მიღებული ელექტრომაგნიტური ტალღის გავრცელების სიჩქარე დაემთხვა სინათლის სიჩქარეს მაქსველმა დაასკვნა, რომ სინათლე თავად არის ელექტრომაგნიტური ტალღა. ზოგადად ელექტრომაგნიტური გამოსხივება ტალღის სიგრძის მიხედვით კლასიფიცირდება: რადიოტალღების, ინფრაწითელი გამოსხივების, ხილული სინათლის, ულტრაიისფერი გამოსხივების, რენდგენული გამოსხივების და გამა გამოსხივებისაგან. ელექტრომაგნიტური გამოსხივების შკალა მოიცავს არეს გრძელი რადიოტალღებიდან – გამა სხივების ჩათვლით. სხვადასხვა სიგრძის ელექტრემაგნიტური გამოსხივება პირობითად დაყოფილია სხვადასხვა დიაპაზონებად მათი თავისებურებების გათვალისწინებით (მათი წარმოშობის, რეგისტრაციის მეთოდების, ნივთიერებასთან ურთიერთქმედების თავისებურების მიხედვით).


ელექტრომაგნიტური გამოსხივება ადამიანის თვალისთვის უხილავია. თუ შევკრებთ დედამიწაზე არსებული მოწყობილებიბების (ტექნიკის) ელექტრომაგნიტურ გამოსხივებებს და შევადარებთ დედამიწის ბუნებრივი ელექტრო მაგნიტური ველს, მაშინ დედამიწის ელექტრო მაგნიტური ველი რამოდენიმე მილიონჯერ გადააჭარბებს მას. ადამიანთა საყოფაცხოვრებო გარემოს ელექტრომაგნიტური გამოსხივებით დაბინძურება იმდენად არსებითი გახდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს პრობლემა შეიტანა ადამიანისთვის ყველაზე საშიშ პრობლემათა შორის, ხოლო მრავალი მეცნიერი განაკუთვნებს მას ძლიერ მოქმედ ეკოლოგიურ ფაქტორებს რომელიც კატასტროფულ ზეგავლენას ახდენს ყოველივე ცოცხალზე.
ელექტრომაგნიტური გამოსხივების ენერგეტიკული ზეგავლენა ადამიანისათვის შეიძლება იყოს სხვადასხვა ხარისხის და ძალის, ადამიანისთვის შეუგრძნობლიდან (რომელიც ყველაზე ხშირია) მაღალი სიმძლავრის გამოსხივებისას, სითბურ შეგრძნებამდე. ზემძლავრმა ელექტრომაგნიტური გამოსხივების გავლენამ შეიძლება მწყობრიდან გამოიყვანოს აპარატურა. ზეგავლენის სიმძიმის მიხედვით ელექტრომაგნიტური გამოსხივება შეიძლება ვერ აღიქვას ადამიანმა და მიიყვანოს სრულ გამოფიტვამდე ტვინის მოქმედების ფუნქციური შეცვლით მომაკვდინებელ დასასრულამდდე. კვლევებმა გვაჩვენა, რომ ელექტრომაგნიტური გამოსხივების ხანგრძლივმა დასხივებამ დაბალი დონისამაც კი შეიძლება გამოიწვიოს კიბოს დაავადებები, მეხსიერების დაკარგვა, პარკინსონი, ალცგეიმერის დაავადებები, იმპოტენცია და თვითმკველობისკენ მიდრეკილების გაზრდაც კი განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის და ორსული ქალებისთვის.
იზრდება თანდაყოლილი ანომალიების რიცხვი. უკანასკნელ წლებში ელექტრომაგნიტური გამოსხივებების სხვადასხვაგვარი წყაროების რაოდენობა ყველა სიხშირის დიაპაზონში საგრძნობლად გაიზარდა და აგრძელებს ზრდას, ეს არის ფიჭური კავშირები, პოლიციის რადარები, ახალი ტელეარხები და მრავალი რადიომაუწყებელი სადგურები. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს შენობების ელექტრომაგნიტური მოწყობილობები (ტრანსფორმატორები, მაღალი ძაბვის ხაზები და ა.შ.) რომელიც მთელი წლის განმავლობაში ასხივებს საცხოვრებელ შენობებს რომლებშიც ამის გარეშეც არის მაცივრები, უთოები, მტვერსასრუტები, ტელევიზორები, კომპიუტერები და მრავალი სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა რასაც ჩვენ ვაერთებთ დენის წყაროში. ელექტრომაგნიტური გამოსხივება იწვევს მამაკაცებში ჰორჰორმონალური სტატუსის შეცვლას, ქრომოსომული აბერაციის დონის გაზრრდას, იწვევს ცვლილებებს რეპროდუქციულ სისტემებში. პრობლემის სირთულე მდგომარეობს არა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზეგავლენაში არამედ მომავალი თაობების ჯანმრთელობასა და ინტელექტზე ზეგავლენაში.

                            კომპიუტერის ელექრომაგნიტური გამოსხივება   
             
                              
გავრცელებული აზრი, რომ ადამიანი სხივდება მონიტორის ეკრანის მხრიდან არასწორია და საწინააღმდეგოა სინამდვილესთან, ანუ მონიტორს საზიანო გამოსხივება გააჩნია უკანა მხრიდან, ამიტომ მონიტორი უნდა იყოს კედელთან ახლოს ზურგით რათა არ მოხდეს თანამშრომლების თუ სხვა ადამიანების დასხივება. კიდევ ერთი მცდარი აზრი პორტატული კომპიუტერების (ლეპტოპების) შესახებ ელექტროსტატიკური ველი და რენტგენული გამოსხივება ნამდვილად არ გააჩნია თხევადკრისტალურ ეკრანებს მაგრამ ელექტროსხივური ყურმილიც არ არის ერთადერთი ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყარო. ველების გენერირება შეუძლიათ კვების ძაბვის გარდამქმნელს, მართვისა და ინფორმაციის ფორმირების სქემებს, დისკრეტულ თხევადკრისტალურ ელემენტებს და აპარატურის სხვა ელემენტებს, ამასთანავე პორტატული კომპიუტერები როგორც წესი თავსდება მომხმარებლის სასიცოცხლი ორგანოებთან ახლოს შესაბამისად იზრდება მათი დასხივება, ამიტომ ვიდრე განათავსებდეთ პორტატულ კომპიუტერს თქვენს მუხლებზე დაფიქრდით შესაძლო შედეგებზე.

                     ფიჭური ტელეფონების ელექტრომაგნიტური გამოსხივება


უკვე დიდი ხანია დავა მიმდინარეობს ფიჭურ ტელეფონებზე, მათი რაოდენობა ყოველდღე იზრდება ისინი გადავიდნენ ფუფუნების საგნებიდან ყოველდღიური მოხმარების საგნებში, ემუქრება თუ არა ადამიანის ჯანმრთელობა საფრთხე მობილური ტელეფონებისგან? ფიჭური ტელეფონების ელექტრომაგნიტური გამოსხივების კვლევების ცენტრმა გვაჩვენა, რომ ანტენიდან 5 სმ ის დაშორებით სიხშირემ შეადგინა 7 ვტ/სმ2 მდე რაც რამოდენიმე ათასჯერ აჭარბებს ნორმებს და დაახლოებით 100 ჯერ სითბური ნაკადის სიმკვრივეს ევროპის განედებზე მზიან დღეს, ექიმების მიერ დამტკიცებულია, რომ სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან შედარებით მობილური გაცილებით მეტ ზიანს აყენებს ადამიანს, გამოსხივების გამომცემ ანტენასთან ერთად რომელიც ქმნის ელექტრომაგნიტური გამოსხივების საკმაოდ დიდ ნაკადს რომელიც თავთან სიახლოვესაა საუბრის დროს. ტალღების ნაკადი 400 დან 1200 მეგაჰერცამდე დაასხივებს ტვინს, ენერგიის სიმკვრივე საკმაოდ დიდია, რამოდენიმე ასეული მიკროვატი სანტიმეტრ კვადრატზე.გამოკვლევებმა აჩვენა, რომ როცა ადამიანი საუბრობს ტელეფონით მისი ტვინი განიცდის ლოკალურ გადახურებას, თავის ტვინის ქსოვილში არის ცალკეული მიკროსკოპული უბნები რომლებსაც შეუძლიათ ჩაყლაპონ ძალიან დიდი დოზით ელექტრომაგნიტური ტალღები, რომლის ზემოქმედებითაც ხდება სითბური გადახურება რაც იწვევს ტვინის კიბოს, ეს დაადასტურა ცხოველებზე ექსპერიმენტებმაც, მაღალსიხშირული გამოსხივების გაზრდისას მათ ტვინში აღმოჩნდა მკვდარი (მოხარშული) უბნები. 

                                        ინფრაწითელი გამოსხივება (სითბური).

ასხივებენ ნივთიერების ატომები და მოლეკულები, გადის ზოგიერთ გამჭვირვალე ნივთიერებაშიც: ჰაერში, წყლის ორთქლში და სხვა, აწარმოებს ქიმიურ ზემოქმედებასმისი შთანთქმისას ნივთიერება თბება ამიტომ მას სითბური გამოსხივება ეწოდება როგორც რადიოტალღები და სხვა ელექტრომაგნიტური გამოსხივება გარდა ხილულისინათლისა ინფრაწითელი გამოსხივებაც უხილავია, გამოიყენება ღამის ხედვის ხელსაწყოებში, კრიმინალისტიკაში, ფიზიოთერაპიაში და სხვა.

                                                   ულტრაიისფერი გამოსხივება


                                  
ცოცხალი ბუნება ძალიან რთული ობიექტია ულტრაიისფერი გამოსხივების გამოსაკვლევად, ვინაიდან წარმოადგენს არა ერთგაროვანს, არამედ მრავალფეროვანი სახეობის უამრავ ერთობლიობას რომელიც შედგება დიდი რაოდენობით უჯრედებისაგან, დღემდე შეგროვებულია დიდი რაოდენობით ექსპერიმენტული მონაცემები ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენაზე : ბაქტერიებზე, სპორებზე, კულტურების ქსოვილებზე, სხვადასხვა ცილის და ქიმიურ ნაერთებზე, ცოცხალი ბუნების ობიექტებზე და ადამიანზე. ფოტო ბიოლოგიური რეაქციების მოლეკულური მექანიზმების გაშიფვრა შესაძლებელი გახდა იმის საფუძველზე, რომ უჯრედი გაიყო ფრაგმენტებად, გამოიყო მემბრანა, მაკრომოლეკულა (სუფთა სახით). ( ქრომატოგრაფია ულტრაცენტრიფუგირება) აგრეთვე ფოტოქიმიური, ბიოქიმიური გამოკვლევების მეთოდებზე (დიფერენცირებული სპექტოფოტომეტრია, ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსი). აქცეპტორების გამოსხივების როლის შესწავლისთვის (ქლოროფორმები) – ტარდება ულრაიისფერი სხივების გამოკვლევა სხვადასხვა უჯრედების, უბრალო ბაქტერიების და სპორების გავლენაზე. ნებისმიერი უჯრედის შემადგენლობაში შედის წყალი, მინერალური მარილები, ბიოლოგიური პოლიმერები (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ნუკლეინის მჟავები). უჯრედის აღნაგობის მდგრადობა ძირითადად უზრუნველყოფილია სუსტი წყალბადური, იონური და ვან დერ ვაალსური ბმებით. ულტრაიისფერი სხივების უჯრედზე ზემოქმედება, გამოსხივების დოზიდან გამომდინარე, ხარისხობრივად შეიძლება დაიყოს სამ ეტაპად: 1) აღგზნება და დაყოფის გაძლიერება; 2) უჯრედში დესტრუქციული ცვლილებების დაწყება დამარცვლის სახით; 3) დაღუპვა. ულტრაიისფერი სხივები ლეტალურად მოქმედებს ცხოველებზე, მცენარეებზე, მიკრობებზე და ერთუჯრედიან ორგანიზმებზე. ულტრაიისფერ გამოსხივებას ახასიათებს „ შემდგომმოქმედი“ ეფექტი. დღესდღეობით ეს ეფექტი გამოვლენილია ყველა ბიოლოგიურ ობიექტზე, დაწყებული ბაქტერიებიდან დამთავრებული ძუძუმწოვრების უჯრედებამდე. ლეტალური დოზის მიღება, უჯრედის დასხივებით სიკვდილის მომენტიდან მოგვიანებით, თავს იჩენს უმცირესი დოზით ხანგრძლივი მოქმედებით დაყოფაზე და სხვა ფუნქციებზე. ამგვარად, ერთუჯრედიანი ორგანიზმები იღუპებიან დასხივებიდან მხოლოდ 1 – 3 კვირის შემდეგ.

                                                სამკურნალო მოქმედება. 

მედიცინის იმ დარგს, რომელიც იყენებს ინფრაწითელ, ხილულ და ულტრაიისფერ გამოსხივებებს სამკურნალო მიზნით ფიზიოთერაპია (სინათლით მკურნალობა) ეწოდება. ამ დროს გამოიყენება ჩამოთვლილი გამოსხივებების როგორც ხელოვნური აგრეთვე ბუნებრივი წყაროები, ხელოვნურის შემთხვევაში იყენებენ სითბურ და ლუმინესცენციურ პეიალურ ნათურებს, ასევე რკალურ ბაქტერიციდულ ნათურებს. ოპტიკური გამოსხივების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე განისაზღვრება ამ გამოსხივების ინტენსივობით, დასხივების ხანგრძლივობით (დოზით) ორგანიზმში გამოსხივების შეღწევის სიღრმის ტალღის სიგრძეზე დამოკიდებულებით. ცნობილია, რომ ცოცხალ ორგანიზმში შეღწევის ყველაზე მეტი უნარით ხასიათდება ზემაღალი სიხშირის გამოსხივება, შემდეგ შედარებით ნაკლები უნარი გააჩნია ინფრაწითელ და შემდეგ ხილულ გამოსხივებებს. ყველაზე მინიმალური შეღწევის უნარი ულტრაიისფერ გამოსხივებას გააჩნია.
ულტრაიისფერ დასხივებას იყენებენ: ა) ულტრაიისფერი უკმარისობის კომპენსაციის მიზნით (განსაკუთრებით ჩრდილოეთის რაიონებში მცხოვრებთათვის ბ) როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება ნევრიტების, ნევრალგიის, რადიკულიტის, ბრონქიტის, პლევრიტის, კანის სხვადასხვა დაავადებების და ნივთიერებათა ცვლის მოშლის, რაქირტის პროფილაქტიკის და ა.შ. გ) სხვადასხვა ინფექციების (მაგალითად გრიპის) მიმართ წინააღმდეგობის უნარის გაზრდის მიზნით. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები სრულიად საწინააღმდეგოდ 
მოქმედებს ტუბერკულოზის აქტიური ფორმის დროს თირკმელების დაავადებისას და ა.შ.
                                  X - სხივები (რენტგენის გამოსხივება)
         

ვილჰელმ კონრად რენტგენი გერმანელი ფიზიკოსი, მოღვაწეობდა ბიურცბურგის უნივერსიტეტში. 1895 წელს აღმოაჩინა X–სხივები (რენტგენის გამოსხივება), იკვლევდა მათ თავისებურებებს, რისთვისაც 1901 წელს ნობელის პრემია დაიმსახურა ფიზიკის დარგში. რენტგენის სხივები ელექტრომაგნიტური ტალღებია, რომლებიც გამოსხივდება ელექტრონების მკვეთრი დამუხრუჭების დროს. რენტგენის სხივები უხილავი სხივებია. მათ აქვთ გაუმჭვირვალე საგნებში შეღწევის უნარი.     რენტგენის სხივების გამოყენება . რენტგენის სხივებს ბევრი მეტად მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოყენება აქვს მედიცინაში ზუსტი დიაგნოზის დასადგენად. ყველასათვის ცნობილია, თუ რმადენად მნიშვნელოვანია რენტგენოდიაგნოსტიკა სტომატოლოგიაში. ხშირად მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის დასასმელად.ადამიანის ორგანიზმში გავლისას იგი შლის ზოგიერთ უჯრედს, მაგრამ როგორც ცნობილია, ორგანიზმში მუდმივად ხდება უჯრედების კვდომა და განახლება. ამიტომ თუკი რენტგენით დასხივება არ იქნება დასაშვებზე მეტი, დაზიანებულ უჯრედებს ორგანიზმი თავადვე აღადგენს. დაზიანების მასშტაბი დამოკიდებული რენტგენის გამოსხივების ინტენსივობაზე და დასხივების ხანგრძლივობაზე. სხვადასხვა გამოკვლევებით დადგენილია დენტალური რენტგენოგრამების დასაშვები დღიური რაოდენობა და მოზრდილებში იგი მერყეობს 15 დან 30 მდე. 15 სურათის გადაღების შემდეგ თქვენ კვლავ შეგიძლიათ განმეორებით გადაღება 1 კვირის შემდეგ.
                                                             დ ა ს კ ვ ნ ა

ელექტრომაგნიტური ტალღების აღმოჩენის შემდეგ მისი გამოყენების აუცილებლობამ დიდი ადგილი დაიკავა ადამიანის ცხოვრებაში და დღესდღეობით შეუძლებელია ადამიანმა უარი თქვას რენტგენოლოგიურ გამოკვლევაზე, მობილურ ტელეფონებზე, ტელევიზიაზე, რადიოზე, სხვადასხვა სახის ელექტრომაგნიტურ ტალღებზე მომუშავე გადამცემებზე (GPS, Wi-fi და სხვა) რაც დიდ კომფორტს და დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს მის მომავალს და საერთოდ დედამიწის ყველა ცოცხალ ორგანიზმს, საჭიროა ცნობიერების ამაღლება ელექტრომაგნიტური გამოსხივების თვისებების შესწავლა დამცავი ზომების მიღება დოზების ცოდნა და სტანდარტების დაწესება, ადამიანის ყველა გაუაზრებელი მოქმედება ანალოგიურად აისახება ისევ ადამიანზე და ცოცხალ ორგანიზმებზე, ირღვევა ეკოლოგიური ბალანსი გარემოში მაგალითად: ოზონის ფენის რღვევის შედეგად იმატებს ბუნებრივი ულტრაიისფერი გამოსხივების ფონი და რაც მხოლოდ და მხოლოდ დედამიწის ცოცხალი ორგანიზმების და პირველ რიგში ადამიანების პრობლემაა.
                                                

Комментариев нет:

Отправить комментарий